Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი: ლიბიაში „სამოქალაქო ომია“


ლიბიიდან იუწყებიან, ორომ ქალაქ ეზ ზავიას დიდი ნაწილი კვლავ კადაფის მომხრეთა ცხელში გადავიდა. კადაფის არმიამ დაბობმა პოზიციები ბრეგაში და რას ლანუფში. ლიბიის მთავრობის თანახმად, ის არ აპირებს მეამბოხეებთან მოლაპარაკებას და ამზადებს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას, რათა თავის კონტროლს დაუქვემდებაროს ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, ლიბიაში „სამოქალაქო ომი“ მიმდინარეობს. კომიტეტის პრეზიდენტის, ჯეიკობ კელენბერგერის თქმით, მუამარ კადაფისა და მის რეჟიმთან დაპირისპირებულ მებრძოლებს შორის ბრძოლა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. საფრანგეთი აცხადებს, რომ მან ლიბიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მეამბოხეთა მიერ დაარსებული ლიბიის ეროვნული საბჭო სცნო. საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. ლიბია ამას მყისვე გამოეხმაურა, საფრანგეთთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტის გზით. ევროპის პარლამენტმა მიმართა ევროპის კავშირის წევრების ლიდერებს, მიბაძონ საფრანგეთის მაგალითს და აღიარონ მეამბოხეთა მიერ დაარსებული ლიბიის ეროვნული საბჭო. ლიბიის კრიზისის და მასზე რეაგირების გზების შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ნატოელმა მოკავშირეებმა იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG