Accessibility links

logo-print

წარმომადგენელთა პალატა მუსულმანთა რადიკალიზაციაზე მსჯელობს


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთი კომიტეტი დღეს იწყებს მსჯელობას ამერიკის მუსულმანური თემის ზოგიერთი წევრის რადიკალიზაციის პრობლემაზე. საშინაო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, პიტერ კინგის თქმით, აშშ-ში მუსულმანი ლიდერები და მეჩეთების იმამები საკმარისად არ აქტიურობენ საიმისოდ, რომ ახალგაზრდა მუსულმანების რადიკალიზაციას დაუპირისპირდნენ და ან სამართალდამცავებთან ითანამშრომლონ. მუსულმანური თემის წარმომადგენლები და სამოქალაქო უფლებების დამცველები განხილვებს გმობენ და აცხადებენ, რომ აშშ-ში მცხოვრები მუსულმანები უსამართლოდ არიან მიზანში ამოღებული. კრიტიკოსებს ეს განხილვები მოაგონებს სენატორ ჯოზეფ მაკარტის - რომელიც 1950-იან წლებში კომუნისტების და მათი თანამოაზრეების გამოაშკარავებაზე მიმართულ განხილვებს ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG