Accessibility links

დალაი ლამა ტიბეტის პოლიტიკური ლიდერი აღარ იქნება


დალაი ლამა აცხადებს, რომ ტოვებს ტიბეტის დევნილი მთავრობის პოლიტიკური ლიდერის პოსტს. 75 წლის ბუდისტმა ბერმა ეს განცხადება დღეს გააკეთა, ინდოეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ დარამსალაში - სადაც ტიბეტის დევნილ მთავრობას უდევს ბინა. დალაი ლამა სიტყვით გამოდიოდა ცერემონიაზე, რომელზეც ჩინეთის დომინაციის წინააღმდეგ ტიბეტელთა 1959 წლის აჯანყების იუბილეს აღნიშნავდნენ. მისი თქმით, დადგა დრო მოძრაობამ პოლიტიკური ლიდერი არჩევის გზით დანიშნოს. ტიბეტის სულიერ ლიდერად კვლავაც დალაი ლამა რჩება. ტიბეტი დალაი ლამამ 1959 წელს დატოვა - ჩინელების წინააღმდეგ ამბოხების მარცხის შემდეგ. 1989 წლის ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი ახლა აცხადებს, რომ მხარს უჭერს ტიბეტისთვის ჩინეთის ფარგლებში ფართო ავტონომიის მინიჭებას. ჩინეთის მთავრობა დალაი ლამას უწოდებს სეპარატისტს, რომელიც ტიბეტში არეულობას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG