Accessibility links

logo-print

ბაიდენის და პუტინის შეხვედრაზე ვმო-სთან მიმართებით საქართველოზეც იმსჯელეს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტების წინაშე გააკეთა განცხადება - ბაიდენმა პუტინს აცნობა, რომ ვაშინგტონი თბილისთან განიხილავდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს და იყო საუბარიც, რომ ხელისშეშლა საჭირო არ არისო. ამასთან, უშაკოვმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს დღეს რუსეთისთვის არ მიუცია პირდაპირი პირობა, რომ საქართველოსთან ამ საკითხს მოაგვარებს. უშაკოვის განცხადებითვე, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა ვიცე-პრემიერ ბაიდენთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას პოლიტიკური პრობლემის ხასიათი აქვს.
XS
SM
MD
LG