Accessibility links

logo-print

ეუთომ აზერბაიჯანის მთავრობა გააკრიტიკა


ეუთომ გააკრიტიკა აზერბაიჯანის მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. საქმე ეხება ოპოზიციონერ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ ეინულა ფატულაევს, რომელიც საპატიმროშია ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. შარშან აპრილში სტარასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ფატულაევი უნდა გაათავისუფლონ, თუმცა ის კვლავ ციხეშია. ეუთოს პრესის თავისუფლების საკითხეში წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა თქვა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა განაგრძობს ფატულაევის უფლებათა სისტემატურ დარღვევას.
XS
SM
MD
LG