Accessibility links

თეთრი სახლი არ იზიარებს ამერიკული დაზვერვის შეფის მოსაზრებას ლიბიასთან დაკავშირებით


აშშ-ის თეთრი სახლი აცხადებს, რომ არ იზიარებს ამერიკის ნაციონალური დაზვერვის სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის პოზიციას. კლაპერმა გუშინ, სენატის წინაშე განაცხადა, რომ მუამარ კადაფიმ შესაძლოა მეამბოხეების დამარცხება შესძლოს. კლაპერის აზრით, კადაფის მხარდამჭერები უკეთ არიან შეიარაღებულნი და სავარაუდოდ შესძლებენ ამბოხების ჩახშობას. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ტომ დანილონმა კლაპერის გამონათქვამები გააკრიტიკა და თქვა, რომ საერთაშორისო ზეწოლა კადაფიზე და ლიბიელი ხალხის მიზანდასახულობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ლიბიის კონფლიქტის დასრულებაში.
XS
SM
MD
LG