Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოში მშენებლობის დაწყებასთან დაავშირებით


ამერიკელმა დეველოპერმა დონალდ ტრამპმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ორი მრავალსართულიანი შენობა აიგება. შეთანხმება, სხვადასხვა წყაროებით 200-დან 300 მილიონამდე ფასდება.გაზეთ ”ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობით, ტრამპი მშენებლობას თავად არ აწარმოებს - მისი მიზანი ტრამპის სახელის ლიცენზირება და თავისი ბრენდის მთელს მსოფლიოში გავრცობაა. უშუალო მშენებლობას, რომელიც 2013 წლისათვის უნდა დაიწყოს, ”ნიუ იორკ ტაიმსის” ცნობით, ”სილკ როუდ ჯგუფი” ჩაუდგება სათავეში. პროექტის მიხედვით საქართველოში ტრამპის სახელის მატარებელი ორი შენობა აიგება - ერთი თბილისში, ვარდების რევოლუციის მოედანზე, მეორე კი - ბათუმში.
XS
SM
MD
LG