Accessibility links

logo-print

მიწისძვრამ კურილის კუნძულებთან ცუნამი წარმოქმნა


იაპონიაში მომხდარმა უძლიერესმა მიწისძვრამ ცუნამი წარმოქმნა კურილის კუნძულებთან. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, საშიში რაიონიდან ევაკუირებულია დაახლოებით 11 000 ადამიანი. მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება მიიღო რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ინდონეზიამ, ტაივანმა, ფილიპინებმა, ნაურუმ, ახალმა ზელანდიამ და მექსიკამ.
XS
SM
MD
LG