Accessibility links

logo-print

იაპონიაში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა


იაპონიაში მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ცუნამი

რთული ვითარებაა იაპონიაში, სადაც პარასკევს უძლიერესი, 8,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ გამოიწვია ძლიერი ცუნამი, რომლის სიმაღლემ იაპონიის ზოგიერთ პრეფექტურაში ათ მეტრს მიაღწია. ამ დროისთვის ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან 30 დაღუპული და ათასობით დაშავებული ადამიანის შესახებ. მიწისძვრამ და ცუნამიმ სერიოზული ნგრევა და ხანძრები გამოიწვია ქვეყნის დედაქალაქ ტიკიოსა და რამდენიმე ქალაქში. სტიქიის შედეგად იაპონიის ტერიტორიაზე პარალიზებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა. დანგრეულია რამდენიმე ავტომაგისტრალი.

სააგენტო კიოდო იუწყება, რომ ონაგავაში მდებარე ატომურ ელექტროსადგურში გაჩნდა ხანძარი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით რადიაციის გაჟონვა არ მომხდარა. საინფორმაციო სააგენტოები ასევე იუწყებიან, რომ ფუკუსიმის პრეფექტურაში ავარიულად გამოირთო ატომური ელექტროსადგურის 2 ბლოკი, ბირთვული საფრთხის გამო კი, იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დააწესა. უძლიერესი მიწისძვრითა და ცუნამით გამოწვეული რთული ვითარების გამო, იაპონიის მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებში საგანგებო შტაბები შეიქმნა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტაკეაკი მაცუმოტომ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიესალმება თუკი უცხოეთის სახელმწიფოები იაპონიის დახმარებას გადაწყვეტენ. დახმარების მზადყოფნა უკვე გამოთქვეს აშშ-მა, საფრანგეთმა, რუსეთმა და გაერომ.
XS
SM
MD
LG