Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენი მოლდავეთში ჩადის


ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოლდავეთს ესტუმრება და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ფილატსა და მოქმედ პრეზიდენტ მარიან ლუპუს შეხვდება. დაგეგმილია ასევე ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა კიშინიოვის ოპერის თეატრში. მოსალოდნელია, რომ კიშინიოვში ყოფნის დროს ბაიდენი ისაუბრებს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესზე. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კიშინიოვში მოსკოვიდან ჩადის, სადაც მან რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის უფრო ფართო ეკონომიკური და პოლიტიკური მოდერნიზებისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG