Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა ლიბიის ლიდერის ალაგმვას ცდილობს


ევროპის კავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა იმსჯელონ ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიის ლიდერის მომხრე სამხედრო შენაერთები ცდილონ სასტიკი ძალის გამოყენებით დაამყარონ კონტროლის ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებზე. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მოუწოდებენ მოამარ კადაფის, რათა გადაგეს. შესაძლოა ასევე მიღებული იქნას გადაწყვეტილება შემდგომი სანქციების თაობაზე. სამიტის დაწყებამდე, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ერთობლივ წერილში მოუწოდეს ევროკავშირს, აღიარონ ლიბიის ოპოზიციის პოლიტიკური არსებობა. ამასობაში, ტანკებისა და სამხედრო ხომალდების საცეცხლე მხარდაჭერით, მოამარ კადაფის ლოიალურმა ძალებმა შეძლეს მეამბოხეთა უკანასკნელი თავდაცვითი ზღუდეების განადგურება ქალაქ რას ლანუფში. თვითმხილველები ყვებიან, რომ ტრიპოლის დასავლეთით მდებარე ქალაქ ზავიაში, სადაც ამბოხებულთა წინააღმდეგობა თითქმის გატეხილია, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
XS
SM
MD
LG