Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ავღანეთისათვის გარდამავალ გეგმას ამზადებს


ბრიუსელში შეკრებილი ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრები განიხილავენ გეგმას, რომლის თანახმადაც ავღანეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, მრავალეროვნული ძალებიდან თავად ქვეყნის უსაფრთხოების ძალებზე უნდა გადავიდეს. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ჩვანაფიქრი, რომლის დაწყებასაც სტარტი ლისაბონის ნატოს სამიტმა მისცა. შეხვედრის დაწყებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ალიანსის ძალებიდან ავღანეთის უსაფრთხოებაზე კონტროლის გადაბარება თანამიმდევრულად 2014 წლამდე გაგრძელდება. ნატოს შეხვედრაზე უნდა შეიქმნას ნატო-ავღანეთის საბჭო, რომელიც გადაწყვეტს, თუ პირველად რომელ პროვინციაში, რაიონსა და დასახლებულ პუნქტში მოხდება პასუხისმგებლობის გადაბარება. საბოლოო გეგმას კი ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი 21 მარტს გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG