Accessibility links

თეთრი სახლი ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელს აკრიტიკებს


თეთრი სახლი არ ეთანხმება შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძრვანელის შეფასებას, რომლის თანახმადაც ლიბიის მმართველის მოამარ კადაფის რეჟიმი, როგორც ჩანს, გაიმარჯვებს ამბოხებულებთან წილააღმდეგ ბრძოლაში. ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორმა ხუთშაბათს სენატში გამართულ მოსმენის დროს განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ მოამარ კადაფი გადადგეს და კრიზისი სწრაფი მოგვარდეს. კლაპერმა დასძინა, რომ კადაფის მომხრე ძალები უფრო უკეთ არიან აღჭურვილნი, ვიდრე ოპოზიციისა და როგორც ჩანს, წარმატებას მიაღწევენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრცეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ტომ დონილონმა. მოგვიანებით კლაპერის ანალიზი გააკრიტიკა და მის შეფასებას „სტატიკური და ერთგანზომილებიანი“ უწოდა. ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ კადაფიმ დაკარგა ლეგიტიმურობა და მან უნდა დატოვოს თანამდებობა.
XS
SM
MD
LG