Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: მოლდავეთის ადგილი ევროპაშია


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარ უჭერს მოლდავეთის ევროკავშირში გაწვერიანების მისწრაფებას. ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში ჯო ბაიდენი მოსკოვიდან ჩავიდა. სტუმარს ქუჩებში აღატაცებული შეძახილებით ხვდებოდა ათასობით ადამიანი, რომლებსაც ხელთ ეპყრათ ამერიკისა და მოლდავეთის დროშები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ ფილატთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოლდავეთი, რომელიც მისი რწმენით „ევროპული ქვეყანაა“, ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.
დაგეგმილია ასევე ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა კიშინიოვის ოპერის თეატრში. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კიშინიოვში მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც მან რუსეთის ხელისუფლებას, ქვეყნის უფრო ფართო ეკონომიკური და პოლიტიკური მოდერნიზებისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG