Accessibility links

დავით ბაქრაძემ ლევან ვეფხვაძეს დარბაზი დაატოვებინა


პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პლენარული სხდომიდან "ქრისტიან-დემოკრატების" წევრი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე გააძევა. აღნიშნული გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციასა უმრავლესობას შორის გამართულ დებატების დროს უმრავლესობის წევრის პავლე კუბლაშვილის გამოსვლის შემდეგ ვეფხვაძემ მიკროფონის ჩართვა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. მესამე გაფრთხილების შემდეგ ბაქრაძემ მანდატურებს სთხოვა ვეფხვაძე სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ.
XS
SM
MD
LG