Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში ატომურ ელექტროსადგურში აფეთქება არ შეხებია რეაქტორს


იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა იუკიო ედანომ განაცხადა, რომ ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმა-1-ში მომხდარი აფეთქება არ შეხებია ატომურ რეაქტორს. მისი სიტყვებით, რადიაციული ფონი საგრძნობლად შემცირდა აფეთქების შემდეგ. ელექტროსადგური ტოკიოდან 250 კილომეტრით არის დაშორებული. გუშინ ელექტროსადგურის გარშემო ათი კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია ჩატარდა. პარასკევს მომხდარი 8,9 მაგნიტუდის მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა ათასს გადააჭარბოს. ქვეყნის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში უძლიერესი ნგრევა აღინიშნა. დარღვეულია ელექტრომომარაგება და მობილური კავშირი. ტოკიოში დიდი რიგები დგას ბენზინსა და სურსათზე. ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ბევრი ცდილობს, დატოვოს დედაქალაქი.
XS
SM
MD
LG