Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და აშშ კადაფის გადადგომისკენ მოუწოდებენ


ევროპის კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განმეორებით მოუწოდეს ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფის, დატოვოს ხელისუფლება. ეს მოწოდებები გაისმა პარასკევს. ევროკავშირის პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ ბრიუსელში გამართული სამიტის ბოლოს კადაფის უწოდა „ლიდერი, რომელიც თავისსავე ხალხს ესვრის“. ევროკავშირის ლიდერების თქმით, ლიბიაში მიმდინარე შეტაკებებისგან მოქალაქეების დასაცავად ისინი „ყველა შესაძლებლობას“ განიხილავენ. ამასთან, მათი განცხადებით, სამოქალაქო პირების დაცვის მიზნით სამხედრო ძალის გამოყენებას გაეროს და არაბული სახელმწიფოების ნებართვა დასჭირდება. ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, ლიბიის აღმოსავლეთის ქალაქ ბენღაზიში გამაგრებულ ოპოზიციას ისინი მოლაპარაკების „ლეგიტიმურ მონაწილედ“ მიიჩნევენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თქვა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აძლიერებენ კადაფიზე ზეწოლას, რათა ის გადადგეს და რომ საერთაშორისო სანქციებსა და სხვა ზომებს შედეგი მოაქვს. მისი სიტყვებით, ერთ-ერთ საშუალებად რჩება ლიბიის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნა.
XS
SM
MD
LG