Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის სამთავრობო ჯარებმა ამბოხებულები განდევნეს რას-ლანუფიდან


ლიბიის ჩრდილოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში სამთავრობო ჯარებმა ქალაქ რას-ლანუფიდან განდევნეს ამბოხებულთა რაზმები. ამბოხებულთა ჯარების ერთ-ერთმა მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქვედანაყოფები ქალაქიდან 20 კილომეტრზე განლაგდნენ. როგორც იტყობინებიან, მუამარ კადაფის ერგული ჯარები ამჟამად აკონტროლებენ არა მხოლოდ ქალაქ რას-ლანუფს, არამედ ამ რაიონში მდებარე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ კომბინატსაც. არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ მხარი დაუჭირა ლიბიის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ასეთი ზონის დაწესებაში უნდა მონაწილეობდეს გაერო, არაბული ლიგა, აფრიკის კავშირი და ევროპის კავშირი. ამრ მუსას თქმით, არაბულმა ქვეყნებმა კონტაქტები დაამყარეს ლიბანელ მეამბოხეთა ეროვნულ საბჭოსთან.
XS
SM
MD
LG