Accessibility links

logo-print

რუსეთის 12 რეგიონში რეგიონული პარლამენტების არჩვენები ტარდება


რუსეთის 12 რეგიონში რეგიონული პარლამენტების არჩვენები ტარდება. ეს უკანასკნელი არჩენვებია რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება. 2012 წლის მარტში კი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. რეგიონულ არჩევნებს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ ძალის გამოცდად მიიჩნევენ. როგორც იტყობინებიან, „ედინაია როსია“ უმრავლესობას მოიპოვებს 12 რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა საზოგადოებრივი აზრის უკანსაკნელი გამოკითხვები მოწმობს, რომ პარტიის პოპულარობა ეცემა.
XS
SM
MD
LG