Accessibility links

ავღანეთში ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ოთხი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სამხრეთში მდებარე პროვინცია ყანდაარში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც შაბათს მოხდა, გამოძიება მიმდინარეობს. ავღანეთში იზრდება სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლი. გაეროს აგარიშის თანახმად, რომელიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა, 2010 წელს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვრეპლი 15 პროცენტით გაიზარდა და 2770-ს მიაღწია.
XS
SM
MD
LG