Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაოტო კანი: იაპონია ყველაზე მძიმე კრიზისში იმყოფება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ


იაპონიის პრემიერ-მინისტრ ნაოტო კანის თქმით, ქვეყანა ყველაზე მძიმე კრიზისში იმყოფება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იაპონია იბრძვის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგების და ბირთვული კრიზისის დასაძლევად. კანმა მოსახლეობას ერთობისკენ მოუწოდა კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმაში ვითარება კვლავაც მძიმეა მას მერე, რაც გუშინ აფეთქება მოხდა რეაქტორში. როგორც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იუწყება, დღეს იაპონიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მიწისძვრით დაზარალებულ მეორე ატომურ ელექტროსადგურ ონაგავაში, სადაც რადიაციამ დაშვებულ ნორმას გადაჭარბა. ამასობაში მიაგის პრეფექტურამ განაცხადა, რომ მხოლოდ ამ ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვმა 10 ათასს შეიძლება გადააჭარბოს. სამაშველო ოპერაციებში 100 ათასამდე სამხედრო მონწილეობს. 310 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა იაპონიას შესაძლო ბირთვულ კრიზისთან გამკლავებაში დახმარებას სთავაზობს.
XS
SM
MD
LG