Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში უპილოტო აპარატების იერიშისას ხუთი მეამბოხე დაიღუპა


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში უპილოტო საფრენი აპარატების იერიშების შედეგად, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ამერიკას ეკუთვნის, ექვსი მეამბოხე მოკლულ იქნა და ხუთი დაიჭრა. დარტყმები განხორციელდა ავღანეთის საზღვრისპირა რაიონში. როგორც იტყობინებიან, ინციდენტი მოხდა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან, მირანშაჰიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 15 კილომეტრზე. ამ რაიონში თალიბების ბაზებია განლაგებული.
XS
SM
MD
LG