Accessibility links

logo-print

ისრაელში დაკრძალეს პალესტინელი მეამბოხეების მიერ დახოცილი ოჯახი


კვირას ისრაელში დაკრძალეს ებრაული ოჯახი, რომლის წევრები წინადღით დახოცეს პალესტინელმა მეამბოხეებმა აბრაულ დასახლება იტამარში. ფოგელების ოჯახის - მშობლებისა და სამი ბავშვის - დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დაკრძალვის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჰამასის ხელმძღვანელობამ, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ოფიციალური განცხადება გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ პალესტინელებს უფლება აქვთ, ნებისმიერი საშუალებით და ნებისმიერი მეთოდით შეეწინააღმდეგონ ოკუპაციას.
XS
SM
MD
LG