Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში მესამე რეაქტორსაც პრობლემები აქვს


ოფიციალური პირები, რომლებიც იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობენ, მესამე რეაქტორზე გამაგრილებელი სისტემის მწყობრიდან გამოსვლას ადასტურებენ. უფრო ადრე ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე იგივე პრობლემები წარმოიშვა ორ რეაქტორზე, რასაც აფეთქებაც მოჰყვა. კვირას ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ტოკიოდან 240 კილომეტრის დაშორებით მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდნენ, განაცხადეს, რომ რადიაციის დონე საშიშ ზღვარს გასცდა, თუმცა იგი პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. იაპონური მედიის ცნობით, 2 000 გვამი იქნა ნაპოვნი მიაგის პრეფექტურის სანაპიროზე, რომელიც ცუნამის შედეგად ყველაზე უფრო დაზარალდა. შიშობენ, რომ ხუთშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომელიც ქვეყნისათვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ყველაზე დიდი კრიზისია, 10 000 ადამიანი უნდა იყოს დაღუპული.
XS
SM
MD
LG