Accessibility links

logo-print

მოსკოვში უზბეკი ახალგაზრდა მოკლეს


გავრცელებული ინფორმაციით, ერთი უზბეკი ახალგაზრდა დაიღუპა და მეორე დაშავდა მოსკოვის ჩრდილოეთში მდებარე მეტროს სადგურზე. ახალი ამბების სააგნეტო „ინტერფაქსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 18 წლის ახალგაზრდაზე დანით თავდასხმა შაბათს მოხდა. იმავე დღეს სასტიკად სცემეს 25 წლის უზბეკი, რომლის მანქანაც თავდამსხმელებმა გაიტაცეს და დაწვეს. რასისტულ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმები, რომლებიც ხშირად ფატალური შედეგებით მთავრდება, ბოლო ხანს გახშირდა რუსეთში.
XS
SM
MD
LG