Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა


საქართველოს მთავრობა დღეს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსეთს საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია. გასული კვირის ბოლოს, რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა თბილისის წინააღმდეგობას უპერსპექტივო უწოდა და განაცხადა, რომ ორგანიზაციაში რუსეთის რაც შეიძლება სწრაფად გაერთიანებით დაინტერესებულნი არიან აშშ და ევროკავშირი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის მხარდაჭერის გარეშე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მეორე სახელმწიფოს გაწევრიანების თეორიული შესაძლებლობა არსებობს, თუმცა, მსგავსი პრეცედენტი დღემდე არ ყოფილა. მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, თუ რუსეთის შემთხვევაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იშვიათი და უცნაური გამონაკლისი იქნება.
XS
SM
MD
LG