Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში მიწისძვრის დროს საქართველოს მოქალაქე დაშავდა


იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავდა საქართველოს მოქალაქე ივანე ნოზაძე, რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტის მაგისტრანტია. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ნოზაძეს ტოკიოს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამთენიისას ტოკიოდან თბილისში დაბრუნდნენ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები, რომლებიც იაპონიაში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს საელჩოს მონაცემებით, ამჟამად იაპონიაში იმყოფება საქართველოს 38 მოქალაქე და ყველა მათგანთან დიპლომატიურ წარმომადგენლობას კონტაქტი აქვს.
XS
SM
MD
LG