Accessibility links

logo-print

გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა კაპრალი ვალერი ვერსკიანი


გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპრალი ვალერი ვერსკიანი, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას, 5 მარტს დაიჭრა ნაღმის აფეთქების შედეგად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობენ აფეთქების შედეგად დაჭრილი, 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გორგაძე. სამინისტროს განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
XS
SM
MD
LG