Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა მატულობს იემენში


იემენში დღეს დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ, რაც დედაქალაქ სანაას ქუჩებში ჯარისკაცები გამოჩნდნენ, ხოლო ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. იემენში თებერვლის შუა რიცხვებიდან გრძელდება გამოსვლები პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც ქვეყანას 32 წელია მართავს. დედაქალაქ სანააში ჯარისკაცებმა ჯავშანტრანსპორტიორების გამოყენებით გარს შემოერტყნენ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მთელი კვირის განმავლობაში გრძელდება. თვითმხილველთა თქმით, ისმოდა სროლის ხმა ქალაქ ტაიზში, რომელიც იემენის დედაქალაქიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ანტისამთავრობო გამოსვლების ეპიცენტად ითვლება.
XS
SM
MD
LG