Accessibility links

logo-print

რუსეთის მმართველმა პარტიამ მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა


რუსეთის მმართველმა „ედინაია როსიამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მუნიციპალურ არჩევნებში, რომელიც 12 რეგიონში კვირას გაიმართა. ზოგგან რუსეთის მმართველმა პარტიამ ხმათა 70-პროცენტზე მეტი მიიღო. სადამკვირვებლო ჯგუფ „გოლოსის“ თანახმად, არჩევნები გაყალბებით ჩატარდა. საარჩევნო კომისია კი აცხადებს, რომ სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. რეგიონული არჩევნები რუსეთში წარმოადგენს ერთგვარ ტესტს დეკემბერში დანიშნული საპარლამენტო და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
XS
SM
MD
LG