Accessibility links

logo-print

კადაფი ამნისტიას სთავაზობს მეამბოხეებს


ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიით გამოცხადდა, რომ მოამარ კადაფი შეუნდობს ყველა ჯარისკაცს, რომლებიც მეამბოხეებს მიემხრნენ, თუკი ისინი დანებდებიან სამთავრობო ძალებს. კადაფის მომხრე სამხედრო ძალები აგრძელებენ მემაბოხეთა შევიწროვებას, რომლებმაც რამდენიმე კვირის წინ შეძლეს კონტროლის დამყარება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე. შაბათს არაბულმა ლიგამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს წინადადებას რომ ლიბია, სადაც კადაფის მომხრე არმია სამხედრო ავიაციას იყენებს, ფრენისათვის აკრძალულ ზონად გამოცხადდეს. დღეს დიდი რივიანის ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნულ წინადადებას პარიზში განიხილავენ.
XS
SM
MD
LG