Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ქვეყნები დანაყოფებს გზავნიან ბაჰრეინში


იუწყებიან, რომ ბაჰრეინმა სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს, რათა დაეხმაროს ქვეყანაში წესრიგის დამყარებაში. ბაჰრეინში არეულობა დაიწყო გასულ თვეში, რაც განაპირობა ეგვიპტესა და ტუნისში მომხდარმა მოვლენებმა. ბაჰრეინის შიიტ მუსლიმანთა უმრავლესობა აცხადებს, რომ დისკრიმინაციას განიცდის მმართველი სუნიტური უმცირესობისაგან, რომლის სათავეშიც სამეფო ოჯახი დგას. ტელეკომპანი ალ არაბიას ინფორმაციით, სპარსეთის ყურის თანაშრომლობის საბჭო მზად არის, რათა სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს ბაჰრეინში. ამ საბჭოში ბაჰრეინის გარდა გაერთიანებულნი არიან საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, კუვეიტი. ყატარი და ომანი.
XS
SM
MD
LG