Accessibility links

logo-print

იაპონიამ საერთაშორისო ატომურ სააგენტოს დახმარება სთხოვა


იაპონიამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიმართა თხოვნით, მიავლინოს სპეციალისტები, რათა პარასკევის კატასტროფული მიწისძვრის შედეგად ბირთვული რეაქტორებისთვის მიყენებულ ზიანს გაუმკლავდნენ. სააგენტოს ხელმძღვანელმა, იუკია ამანომ, ვენაში განაცხადა, რომ მოლაპარაკება ამ თემაზე გრძელდება. ამანოს განცხადება მოჰყვა ცნობას, რომ იაპონელი ექსპერტები იბრძვიან მიწისძვრის შედეგად დაზიანებული „ფუკუშიმას“ ბირთვული ელექტროსადგურის მესამე რეაქტორის სტაბილიზებისთვის. „ფუკუშიმაზე“ დღეს მესამე აფეთქება მოხდა. წყალბადის აფეთქების შედეგად იქ 11 თანამშრომელი დაშავდა. აფეთქება მოჰყვა მცდელობას ობიექტის სამივე რეაქტორისთვის „გამაცივებელი“ მიზნით ზღვის წყალი გამოეყენებინათ.
XS
SM
MD
LG