Accessibility links

logo-print

გერმანიამ გამოაცხადა მორატორიუმი ბირთვული რეაქტორების მუშაობის გაგრძელებაზე


იაპონიაში უპრეცედენტო ბირთვული კატასტროფის გავლენით, გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, შეაჩეროს რამდენიმე ბირთვული ელექტროსადგურის მუშაობა და სამი თვით გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გერმანიის 17 ბირთვული სადგურის მოქმედება 12 წლით იყო განსაზღვრული. გერმანიის წინა მთავრობის დადგენილება, რომ 2021 წელს უნდა შეჩერებულიყო ყველა ბირთვული სადგურის მუშაობა, შარშან გააუქმა ანგელა მერკელის მთავრობამ. ახლა მან გადაწყვეტილება შეცვალა და შეწყვიტა სამი ბირთვული ელექტროსადგურის მუშაობა. დღეს გერმანიის 450 ქალაქში ქუჩაში გავიდნენ აქტივისტები, რომლებიც ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შეჩერებას მოითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG