Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაიტს უოჩმა" ტაშკენტის ოფისი დახურა


ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი" აცხადებს, რომ უზბეკეთის ხელისუფლებამ აიძულა, ტაშკენტის ოფისი დაეხურა. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება მათ მუშაობაში ხელს უშლიდა, არ აძლევდა ვიზებს და მუშაობის ნებართვებს. მაისში კი უზბეკეთის ხელისუფლებამ ოფისს რეგისტრაცია ჩამოართვა. "ჰიუმან რაიტს უოჩი" აცხადებს, რომ იძულებით წყვეტს მუშაობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მდგომარეობის გაუარესების ფონზე. უფლებადამცველების მტკიცებით, უზბეკეთში ფართოდაა გავრცელებული წამება. დაკავებულია ათეულობით ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი.
XS
SM
MD
LG