Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი თარგამაძემ ხელისუფლება საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა


პარლამენტში "სამთავრობო კვირეულისას" ზოგიერთი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა არ გამორიცხა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, რომელმაც ხელისუფლება საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა. ეკონომიკური პროფილით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ თარგამაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სულ უფრო დამძიმების და ინვესტიციების შემცირების ფონზე, საქართველოს მთავრობისგან მხოლოდ ტყუილი ისმის. ამის ბოლო მაგალითად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი მიიჩნევს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ამერიკელი ბიზნესმენი ტრამპი საქართველოში 250 მილიონი დოლარის დაბანდებას აპირებს, თუმცა, რეალურად მას მსგავსი განზრახვა არ გააჩნია. გიორგი თარგამაძის თქმით, მთავრობასთან საპარლამენტო დებატებისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მსგავს პრობლემებზე საუბარს აპირებენ და კვირის განმავლობაში ექსპერტებთან კონსულტაციებს განაგრძობენ.
XS
SM
MD
LG