Accessibility links

logo-print

იაპონიას თანადგომა გამოუცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ


იაპონიის მოქალაქეებსა და ქვეყნის მთავრობას თანაგრძნობა და თანადგომა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. "ჩვენ ქედს ვიხრით იაპონელი ხალხის წინაშე, რომელიც განსაცდელს ასე ღირსეულად შეხვდა და ტრაგედიას ასეთი სიმტკიცით და ძალით უმკლავდება”, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს იაპონელი ხალხისადმი მოკრძალებულ თანადგომას, რაც მაშველების გაგზავნით და გარკვეული ჰუმანიტარული დახმარებით გამოიხატება.
XS
SM
MD
LG