Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება აუდრონიუს აჟუბალისი


თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აუდრონიუს აჟუბალისმა განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარება ეუთოს მტკიცე მიზანია. ლიტველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველომ და რუსეთმა მუდმივი და ღია დიალოგი უნდა შეინარჩუნონ. საქართველოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, არსებითად მნიშვნელოვანია მთელი სიტუაციისთვის და ახლა ჩვენ იგივეს რუსეთისგან მოველით, - განაცხადა აუდრონიუს აჟუბალისმა. თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ლიტველ კოლეგასთან საინტერესო მოლაპარაკებისას განიხილეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების საკითხი, ეუთოს მიერ საქართველოში განსახორციელებელი პროექტები, ჟენევის დისკუსიის მიმდინარეობა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG