Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში არეულობის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


ბაჰრეინის მეფემ სამი თვით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ქვეყანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე გამოსვლების და არეულობის შემდეგ. სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, მეფე ჰამადის ბრძანებით დღეიდან სამი თვის განმავალობაში ქვეყანას უსაფრთხოების ძალები მართავენ. ორშაბათს ბაჰრეინის სუნიტური მონარქიის თხოვნით ქვეყანაში საუდის არაბეთის 1,000 ჯარისკაცი შევიდა - რომლებიც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ეგიდით იმოქმედებენ. ბაჰრეინში - სადაც აშშ-ის მეხუთე სამხედრო ფლოტია განლაგებული - საპროტესტო აქციებს ძირითადად შიიტი უმრავლესობის წარმომადგენლები მართავენ.
XS
SM
MD
LG