Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ოფისი დაკეტეს


ორგანიზაცა „ჰიუმან რაიტს უოჩის“ განცხადებით, უზბეკეთის მთავრობამ ის აიძულა დაეხურა ოფისი ტაშკენტში. უფლებადამცველი ორგანიზაცია ამბობს, რომ უზბეკეთის მთავრობამ ჯერ მის წევრებს ვიზები და მუშაობის უფლება არ მისცა, გასულ თვეში კი ოფისის რეგისტრაცია გაუუქმა. ჰიუმან რაიტს უოჩის თანახმად, მისი გაძევება ემთხვევა უზბეკეთში „ადამიანის უფლებების მხრივ არსებული კრიზისის გაღრმავებას“ - ქვეყანაში ათზე მეტი ჟურნალისტი და აქტივისტი პატიმრობაშია, წამება კი ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. ისლამ ქარიმოვი უზბეკეთს უკვე ორი ათწლეულია სათავეში უდგას - ის დიდი ძალაუფლებით სარგებლობს და საზოგადოებაში არსებულ საპროტესტო იმპულსებს მალევე აქრობს.
XS
SM
MD
LG