Accessibility links

logo-print

იაპონიის ბირთვული კრიზისი მძიმდება


ფუკუშიმას ატომური ელქტროსადგური

ფუკუშიმას ატომური ელქტროსადგური

იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ მიწისძვრით დაზიანებულ ატომურ სადგურზე რადიაციამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო დონეს მიაღწია, დღეს დილით ადრე მომხდარი აფეთქების და ხანძრის შედეგად. სადგურიდან 30 კილომეტრის ფარგლებში მცხოვრებ ხალხს მთავრობა მოუწოდებს, სახლებიდან არ გავიდნენ. რადიაციის დონის ოდნავი მატება აღირიცხა ტოკიოშიც. მოგვიანებით მთავრობამ განაცხადა, რადიაციის დონემ დაიკლო და ხანძარი ჩაქრობილიაო. მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ქარს რადიოაქტიული ნაწილაკები წყნარი ოკეანის თავზე მიაქვს, იაპონიის და აზიის სხვა ქვეყნების ქვეყნებიდან გარეთ. ოფიციალური მონაცემებით, პარასკევის მიწისძვრას და ცუნამის იაპონიაში სულ მცირე 10,000 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG