Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდი რვიანი“ ლიბიაზე მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლა


ე.წ. დიდი რვიანის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი არ დაუჭირეს საფრანგეთის წინადადებას, გამოცხადებულიყო ლიბია ავიაციის ფერნისათვის აკრძალულ ზონად. პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრების საბოლოო განცხადებაში, ასეთ ზონაზე საუბარი არ არის. დოკუმენტში კერძოდ ხაზგასმულია, რომ მუამარ კადაფი „სერიოზულ შედეგებს“ მოიმკის, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებების უგულებელჰყოფას მოახდენს. ამასობაში მუამარ კადაფიმ მორიგ წარმატებას მიაღწია. დღეს მისმა ლოიალურმა სამხედრო ძალებმა ხელიდან გამოსტაცეს ოპოზიციას აღმოსავლეთით მდებარე ძლიერი საყრდენი ქალაქი აჯდაბია, რომელიც ამბოხებულთა მთავარი ციტადელიდან, ქალაქ ბენღაზიდან 160 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
XS
SM
MD
LG