Accessibility links

გენერალი პეტრეუსი ავღანეთში წარმატებას „მყიფეს“ უწოდებს


შეერთებული შტატებისა და კოალიციის მთავარსარდალმა ავღანეთში გენერალმა დევიდ პეტრეუსმა ამერიკელ კანონმდებლებს მოახსენა, რომ საერთაშორისო ძალებმა შეძლეს თალიბანის წინსვლის შეჩერება. თუმცა, კონგრესის თავდაცვის კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკელი გენერლმა ისიც აღნიშნა, რომ კოალიციის წარმატება „მყიფე“ და „გარდამავალია“. პეტრეუსის კომენტარების დროს ავღანეთში ნატოს ავიაციის იერიშის შედეგად ორი, 10 და 15 წლის ასაკის მოზარდი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში. უფრო ადრე ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ არ მიიღო გენერალ პეტერუსის ბოდში ინცინდენტზე. ამ თავდასხმამდე რამდენიმე კვირის წინ იმავე პროვინციაში ნატოს ავიაციამ შეცდომით მოკლა 9 მოზარდი, რომლებიც შეშას აგროვებდნენ.
XS
SM
MD
LG