Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინის დედაქალაქში აქციის მონაწილეები დაარბიეს


ბაჰრეინის დედაქალაქში სამხედრო და უშიშროების ძალებმა ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. აქციები ბაჰრეინში თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო. სამშაბათს ბაჰრეინის მეფემ სამი თვის ვადით საგანგებო ვითარება გამოაცხადა. საპროტესტო აქციებში უმრავლესად შიიტები მონაწილეობდნენ. ისინი ქვეყნის სუნიტი მმართველებისგან პოლიტიკურ რეფორმებს მოითხოვენ. ორიოდე დღის წინ საუდის არაბეთმა ბაჰრეინის ხელისუფლების მოთხოვნით, ქვეყანაში სამხედრო ძალა შეიყვანა. არ დასტურდება, რომ საუდის არაბეთის ძალები მონაწილეობდნენ დღეს აქციის მონაწილეების დარბევაში.
XS
SM
MD
LG