Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე თანამშრომლები დაბრუნდნენ


იაპონიაში, ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე დაბრუნდნენ თანამშრომლები, რომლებიც რადიაციის ზრდის გამო დროებით ევაკუირებულნი იყვნენ. მათი მთავარი ამოცანა რეაქტორების გაგრილებაზე ზრუნვაა. ოთხშაბათს სადგურის მეოთზე რეაქტორზე კვლავ ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ცნობა მესამე რეაქტორის შესაძლო დაზიანების შესახებ. იაპონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რეაქტორების გაგრილებაში დახმარებისთვის, შეიძლება, მიმართოს ამერიკელ სამხედროებს. დაზარალებულ რაიონებში გრძელდება მიწისძვრის მსხვერპლთა მოძიების პროცესი. დაღუპულთა რაოდენობა, ოფიციალურად, 3 ათასს აჭარბებს. ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. საცხოვრებელი დაკარგა დაახლოებით ნახევარმა მილიონმა ადამიანმა.
XS
SM
MD
LG