Accessibility links

logo-print

პაკისტანში ხუთი ადამიანი დაიღუპა აშშ-ის სარაკეტო იერიშის შედეგად


პაკისტანის დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთთან საზღვრის მახლობლად ხუთი ადამიანი დაიღუპა ამერიკელების სარაკეტო იერიშის შედეგად. ამ წყაროს ცნობით, იერიში ოთხშაბათს განხორციელდა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლები უპილოტო თვითმფრინავებით რეგულარულად ახორციელებენ რეიდებს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ალ-ყაიდისა და თალიბანის პოზიციების წინააღმდეგ. ორშაბათს სამი ექსტრემისტი დაიღუპა, სავარაუდოდ, ასევე ამერიკელების საჰაერო დარტყმის შედეგად.
XS
SM
MD
LG