Accessibility links

logo-print

პოეტი დავით მაღრაძე ნობელის პრემიის ნომინანტი გახდა


შვედეთის აკადემიამ ლიტერატურაში ნობელის პრემიის ნომინანტად აღიარა პოეტი დავით მაღრაძე. საზოგადოებრივი მოძრაობიდან "დაიცავი საქართველო," რომლის ლიდერიც დავით მაღრაძეა, სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობეს, რომ მან უკვე მიიღო შესაბამისი წერილობითი შეტყობინება. ამავე მოძრაობის ინფორმაციით, ნობელის პრემიაზე დავით მაღრაძე შვეიცარიის სამმა ინსტიტუტმა წარადგინა, ნობელის კომიტეტს კი, საქართველოდან რეკომენდაციით მიმართა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა.
XS
SM
MD
LG