Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოში საქართველოს საელჩო ჩვეული რეჟიმით მუშაობს


ტოკიოში საქართველოს საელჩო მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს, რადგან ჯერჯერობით არცერთი ქვეყნის საელჩოს არ მიუღია ევაკუაციის გადაწყვეტილება. ამის შესახებ დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. ის იმყოფებოდა იაპონიის საელჩოში, სადაც სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში იაპონიის ელჩს. ვაშაძის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა სერიოზული ფინანსური დახმარება გაუწიოს იაპონიაში დაზარალებულთა ოჯახებს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართველი მაშველები მზად არიან იაპონიაში გასამგზავრებლად და ამჟამად ინსტრუქციებს ტოკიოდან ელიან, რადგან ბევრი აეროპორტი დაკეტილია. დღესვე თბილისში იაპონიის საელჩოში სამძიმრის გამოსაცხადებლად იმყოფებოდნენ 12 ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG