Accessibility links

logo-print

პოლიციამ კოსოვოში 9 სამხედრო დამნაშავე დააპატიმრა


ევროკავშირის საპოლიციო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დღეს დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კავშირში არიან ომის დროს ჩადენილ დანაშაულობებთან. პოლიციის განცხადებაში სხვა დეტალზე საუბარი არ არის. თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპატიმრებულთა შორის არის კოსოვოს სამხრეთ ქალაქ პრეზრენის პოლიციის მეთაურიც. ყველა დაპატიმრებული 1998-99 წლებში ალბანეთის კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის წევრები იყვნენ.
XS
SM
MD
LG