Accessibility links

logo-print

ტარიკ აზიზს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


ერაყის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოადგილეს დღეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მისი როლისთვის, 1980 წელს შიიტი ოფიციალური პირების მკვლელობაში. მანამდე, ოქტომბერში აზიზს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და განზრახ მკვლელობის გამო“. ქრისტიანი ტარიკ აზიზი ერაყის ყოფილი დიქტატორის სადამ ჰუსეინის უახლოესი თანამებრძოლი გახლდათ. ვატიკანის, ევროკავშირისა და დასავლეთის სახელმწიფოების თხოვნის მიუხედავად, ერაყის პრეზიდენტმა, ჯალალ ტალაბანიმ, განაცხადა, რომ არ მოაწერს ხელს აზიზის შეწყალებას.
XS
SM
MD
LG